,,დღეს უფრო მძაფრად დავფიქრდი გამოცდაჩაუბარებელ მასწავლებლებზე…მათ სახლში რომ უშვებთ,ვინ მოგყავთ?
ახალგაზრდებს არ სურთ მასწავლებლობა,არა…
არა და,რამდენია იმ “დაწუნებულებში” ისეთი,მართლა კარგ გაკვეთილს რომ ატარებს და ბავშვებიც უყვარს…უბრალოდ,გამოცდის “მუღამი” ვერაფრით დაიჭირა…
გაკვეთილზე გენახათ ისინი,ვინ იცის,იქნებ არ არიან ხელწამოსაკრავი და სახლში გასაშვები ხალხი…
პ.ს. ჩემთან სტუმრად იყო მეორეკლასელი ბავშვი და ონლაინ გაკვეთილს უტარებდა მასწავლებელი,რომელმაც თურმე გამოცდა ვერ ჩააბარა…ვერ წარმოიდგენთ,როგორი შემოქმედებითი და აქტივობებით დატვირთული გაკვეთილებით გამოირჩეოდა ის მასწავლებელი,მეც სიამოვნებით ვუსმენდი…მასწავლებელი ვარ და ვიცი,რას ნიშნავს კარგი და ცუდი გაკვეთილი…
ჰო და,ახლა ეს მასწავლებელი არ იმსახურებს სკოლაში დარჩენას?
კარგი რა,არ შეიძლება ასე,არ შეიძლება…” – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი წერს სოციალურ ქსელში ოთო დანელია