
მსოფლიო პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 24 წლის ჰანა გუტიერესმა, რომელიც იარაღზე იყო პასუხისმგებელი, გადასაღები სივრცის გარეთ, ეტლზე, სამი იარაღი დადო. მოგვიანებით, რეჟისორის პირველმა ასისტენტმა, დეივ ჰოლსმა სამიდან ერთ-ერთი იარაღი აიღო და მსახიობ ბოლდუინს გადასცა ისე, რომ არ იცოდა, მასში ნამდვილი ტყვიების არსებობის შესახებ. ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა. დაჭრილია ასევე ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.









