ის შედეგი რაც მიიღო ეს იყოს ,,სააკაშვილის დროებითი ეფექტი” – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის პირველ ტურში გამარჯვებას.
,,ქალბატონ ხატია დეკანოიძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ქუთაისში ნამყოფი და არავითარი კავშირი ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. გასაგებია ის შედეგი რაც მიიღო, ეს იყოს ,,სააკაშვილის დროებითი ეფექტი”, თუმცა ვნახეთ როგორ დასრულდა სააკაშვილის გენიალურად დაგეგმილი ავანტიურა, ციხეში ამოყო თავი და არავინ არ არის მისი ციხიდან გამომშვები.
მე ვიცი რომ ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები დადიან ქუთაისში და აბნევენ ამომრჩეველს, რომ ის გამოვა ციხიდან. მე მინდა მივმართო მათ, რაც დროზე გააცნობიერებენ რომ მათი ბელადი იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს, მით უკეთესი მათთვის. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ დავუშვათ პრეცენდენტი და ეს დამნაშავე კაცი გამოვიდეს ციხიდან, ეს არის გამორიცხული, ისე როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.










