აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ყოფნისას განაცხადა.
,,ქუთაისში 2-3 წლის წინ იყო პროექტი ელექტომანქანების წარმოების, გვყვადა სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა და ამ პროექტმა გადაიწია. ჩემი დავალებით დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ამ პროექტს, ყველაფერს გავაკეთებთ რომ მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის რომ ქუთაისის დავუბრუნოთ ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებას. ” – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა მათ საარჩევნო კანდიდატზე და სამომავლო გეგმებზე.
,,ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ჩვენი ქვეყნისთვის. გვყავს ღირსეული კანდიდატი. ნამდვილი ქუთაისი, რომელმაც კარგად იცის რაც ჭირდება, ქუთაისის და ქუთაისელებს. მე მინდა ქუთაისელებს დავპირდი რომ ბატონი იოსების არჩევნის შემდეგ 2022 წლიდან ქუთაისს საგრძნობლად გაეზრდება დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტის მხრიდან. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რომ საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა არ მომხდარა დიდი ხანია, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გადაწყვეტილებით იანვრიდან დავიწყებთ გაზრდას, მათ შორის ქუთაისში. მერს აქვს იდეები და პროექტები დაგეგმილი.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.









