
“როცა ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია სირბილი, დრიბლინგზე წასვლა, კარში დარტყმა, თუ ჩემი სიძლიერე აორთქლდება… მაგრამ დღემდე მაქვს ეს ყველაფერი, ასე რომ გაგრძელება მინდა, რადგან ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ. მსურს ზღვარი კიდევ უფრო ავწიო””-განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ. სექტემბერში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამჟამად კრიშტიანუს აქტივში ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი 115 ბურთია.










