
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ დელტა“ შტამის ქვევარიანტი AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს. „ბოლო თვეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ქვეხაზი უფრო გავრცელებული გახდა და არსებობს ადრეული მტკიცებულება, რომ მას დიდ ბრიტანეთში ზრდის უფრო მაღალი ტემპი შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს ჯერ კიდევ ვიღებთ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან არსებულ ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს ხდის“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.









