პრობლემებზე,რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უქმნის ქუთაისის, ქუთაისის მერი დუმს და მისი ხმა მხოლოდ სუფრებზე, სადღეგრძელოების დროს ისმის – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ქუთაისის მერიის წინ მან ქალაქში წყალარინების პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით ქუთაისში ე.წ. კანალიზაციის დიდი პროექტი აღარ იქნება, რადგან საქართველოს მთავრობამ გააუქმა სესხის ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან. გიგა შუშანიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილებაც წარმოადგინა.

,,100 მილიონი ევრო აიღეს 2015 წელს და ამ ფულიდან ერთი თეთრიც არ არის დახარჯული. ახლა 2021 წელს ხელისუფლებამ საერთოდ უარი უთხრა ევროპის საინვესტიციო ბანკს. ეს თანხა ქუთაისში წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემაზე უნდა დახარჯულიყო. მინდა ქუთაისის მერს გავუგზავნო ეს წერილი და წაიკითხოს. მან იცის ამის შესახებ, მაგრამ როგორც წერეთლის, აღმაშენებლისა და სხვა პროექტების შესახებ ხმა არ ამოუღია, ვერ ბედავს რომ ცენტრალურ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს, დარწმუნებული ვარ რომ ამაზეც ხმას არ ამოიღებს.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.










