
ბლინდი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი დელეი ბლინდი დასახელდა. მეორე ადგილი „სპორტინგის“ მცველ სებასტიან კოატესს ხვდა წილად, მესამე პოზიციაზე კი „ზალცბურგის“ შვეიცარიელი ფორვარდი ნოა ოკაფორი გავიდა.










