
7 „გრემის“ მფლობელი ჯგუფის, Coldplay-ის ფრონტმენის, კრის მარტინის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ყველასათვის მოულოდნელი შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.
„ჯგუფის დღეები დათვლილია, 4 ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფი დაიშლება,“ – აცხადებს კრისი. შეგახსენებთ, Coldplay ლონდონში, 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი, Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში, ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა.










