
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია- იტყობინება BBC. გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.









