ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.









