22 ოქტომბერს “ქუთაისი 2010” სუპერლიგის ახალი სეზონის სასტარტო მატჩს გამართავს. ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში “ვერას” დაუპირისპირდება. თამაში 17:00 საათზე გულშემატკივართა გარეშე გაიმართება.
” ქუთაისი2010″_ისთვის “ვერა” საკმაოდ უხერხული მეტოქეა. სუპერლიგის წინა 4 შეხვედრიდან 3 თბილისელებმა მოიგეს და აქედან 2 სტუმრად.










