,,დაკოპირებული პოსტი!!
თქვენ იმაზე იკამათეთ, უნდა ჭამონ თუ არა ბავშვებმა სკოლაში, უფასოდ ?
მინდა შემოგთავაზოთ ამ ორ თვეში შეცვლილი ფასების ქრონიკა(მე რასთანაც მაქვს შეხება ყოველდღიურად)- ფქვილი ერთი ტომარა იყო 61 ლარი, დღეს ღირს 79 ლარი. შაქარი ერთი კილო იყო 2.10 ლარი, დღეს ღირს 2.75 ლარი. კვერცხი იყო 22-23 თეთრი ( საბითუმო ფასი) ახლა ღირს 52-55 თეთრი. მარგარინი ერთი ყუთი იყო 46 ლარი, ახლა ღირს 74.80 ლარი. კარაქი ერთი ყუთი ღირდა 67 ლარი, ახლა ღირს 159 ლარი. ზეთი ერთი ლიტრი ღირდა 2.5 დან 3 ლარამდე. ახლა ღირს 6.5 დან 9 ლარამდე.სოდა ღირდა 0.80 თეთრი, ახლა ღირს 1. 50 ლარი.შედედებული რძე 1 შეკვრა ღირდა 17 ლარი, ახლა ღირს 29.50 ლარი. მეტს აღარ გავაგრძელებ, პურზე რომ 30 თეთრით მოიმატა ფასმა, ისედაც ყველას გეცოდინებათ. ამ დროს ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის სრულად აღდგა და კიდევ გადააჭარბაო ამბობს.
მართლა მაინტერესებს, ოდესმე თუ გაგვიჩნდება ვინმეს პროტესტის გრძნობა? ხო არ შეიძლება უყურო, როგორ აქცევს და ანადგურებს შენი ქვეყანა შენს საქმეს და მომავალს? ან რა ფასად გავყიდოთ რამე? ან რა % დავარიცხოთ 3 ლარიანი შაქრით და 60 თეთრიანი კვერცხით დამცხვარ პროდუქციას? მაგრამ თქვენ იყავით კარგად და ჩვენი დედაც მ…..მადლობა და ნახვამდის ?”-წერს თათა ხუნდაძე სოციალურ ქსელში.









