პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა.
რაც შეხება დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მაშინ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.









