
“ტორპედოს” გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებენ :”
ბოლო 5 თამაშში 1 ფრე და 4 წაგება, 2 გატანილი და 8 გაშვებული ბურთი.
საპლეიოფო ზონიდან თავის დასაღწევად უახლოეს მდევართან ჩამორჩენა 6 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 7 ტური…
“ტორპედო” – “საბურთალო”
“თელავი” – “ტორპედო”
“ტორპედო” – “დილა”
“შუქურა” – “ტორპედო”
“ტორპედო” – “სამტრედია”
“ლოკომოტივი” – “ტორპედო”
“ტორპედო” – “სამგურალი”
მაქსიმუმზე მეტის გაკეთებაა ყველა თამაშში საჭირო რო პლეიოფს თავი დავაღწიოთ, არააქ მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება იქ, ვერავისთან დაგეგმავ უეჭველ გამარჯვებას, და აღარ გვინდა ზედიზედ 2 წელი მაგ ჯოჯოხეთში გავიაროთ, გვესმის ყველას კარგად თუ რაპრობლემები ქონდა გუნდს მაგრამ დალაგდა ყველაფერი და გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, ყველას ვალია მოედანზე თუ მის გარეთ 100% დაიხარჯოს და გუნდი გადაარჩინოს, თუ აქამდე იმის გვეშინოდა რო ვალების და უპატრონობის გამო გააგდებდნენ გუნდს ახლა უკვე იმის გვეშინია რო თამაშით გავვარდებით, ყველამ ვიცით რო მეტი შეგიძლიათ და ზუსტად ამას ვითხივთ თითოეული თქვენგანისგან, სამწუხაროდ კორონას გამო ისევ არ გვიშვებენ ტრიბუნებზე და თქვენს ხელშია ეხლა ყველაფერი, არაა საკმარისი რაც გასულ თამაშებში აჩვენეთ ბევრად მეტია საჭირო და კარგად იცით რო როცა “ტორპედოს” მაისურს მოირგებ და აქ მოდიხარ გულშემატკივარი და ქალქი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს დღეს ჩვენი მაქსიმუმი მინიმუმ არ გავარდნაა და იმედია ამ მაქსიმუმს შეასრულებთ…”










