LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რომელია ის 10 იდეა, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის შეირჩა

დაპოსტა 2019/10/18-ში
A A
174
ნახვა
გაზიარება
90 მოქალაქის ინიციტივიდან ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭომ 10 შეარჩია. ეს 10 ინიციტივა სპეცილაურ ვებ გვერდზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE-ზე აიტვირთება. მათგან კი 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად სამ საუკეთესოს თავად მოქალაქეები ხმის მიცემის საშუალებით გამოვლენენ. პროექტს ქუთაისის მერია წელს უკვე მეორედ ახორციელებს. გასულ წელს ქუთაისში საპირფარეშოების მოწესრიგების პროექტმა გაიმარჯვა.

 

1.ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცე სანაპიროებზე – რიგ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ახალი ადგილებისათვის გამოყენებულია ხოლმე სანაპირო ზოლი, ეს ხელს უწყობს ქალაქის ურბანულ განვითარებას, მიმზიდველს ხდის ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ძალიან მოუხდება ჩვენს რიონის სანაპიროს

2. ელექტრონული გზამკვლევი ტურისტებისთვის

აღნიშნული ციფრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინფორმირებას მათი ადგილსამყოფელის და სხვა ნებისმიერი ქუჩის ღირსშესანიშნაობის შესახებ.

3. ხელოვნების პლენერი / ქუთაისი 2020

ღონისძიება გულისხმობს ქალაქ ქუთაისში მასშტაბური პლენერის მოწყობას. სამდღიან ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ქვეყნის გამოჩენილი არტისტები და ხელოვანები.ღონისძიების ორი დღე დაეთმობა ხატვის პროცესს,დამთვალიერებლები შეძლებენ თია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკის თანხლებით დააკვირდნენ თუ როგორ იქმნება ის ნამუშევრები,რომელთა ნახვასაც აქამდე მხოლოდ დასრულებული სახით ახერხებდნენ გალერეებსა და მუზეუმებში.

4. “ქუთაისის” აბრის განახლება

ქუთაისის შემოსასვლელში, ზესტაფონის მხრიდან, საიდანაც უამრავი ადამიანი შემოდის ქალაქში და პირველი შთაბეჭდილება უჩნდება ჩვენი ქალაქის ვიზუალზე, ხვდება ქალაქის აბრა თავისი დასახელებით , რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია. ასევე კარგი იქნება თუ სტუმრებს შევუქმნით კარგ განწყობას და აბრაზე დავწერთ შესაბამის სლოგანს. მაგალითად, “ქუთაისი ღიმილის ქალაქია”.

5. იპოდრომი

,მოგესალმებით,ორიოდე სიტვა ჩემი პროექტის შესახებ,ცხენოსნობა ოდითგანვე ელიტარულ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტად ითვლებოდა,ცხენი იმის გარდა,რომ ძალიან ამტანი და გამწევი ძალაა,ამავ დროულად ძალიან ჭკვიანი ცხოველია,მას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია,ადამიანის ჯანრთელობისთვის,კერძოთ,ცხენით მკურნალობა უნიკალურ შედეგს იძლევა ხერხემლის გამრუდების დროს,განსაკუთრებით ბავშვებისთვის,გარდა ამისა ჩვენი შვილები ისწავლიან ცხოველთან მეგობრობას.

6.  “ძეგლის ალტერნატივა”

ქ ქუთაისში  შეირჩევა ადგილი, სადაც განთავსდება ლაით-ბოქსი 10 ჩემპიონის ციფრული სურათებით. თითოეულ ფოტოსთან ერთად დატანილი იქნება სპორტსმენის მინი ბიოგრაფიული ცნობარი.

7.  ღირსშესანიშნაობათა სტენდი

ღირსშესანიშნაობათა სტენდები ქუთაისის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სტენდების ინსტალაცია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (დეტალური ადგილი კოლონების მიმდებარე). ღირსშესანიშნაობათა სტენდებზე დატანილი იქნება ინფორმაცია ქართულსა და რამდენიმე უცხო ენაზე ქუთაისის გარშემო მაქსიმუმ 2 საათის მგზავრობის რადიუსში არსებული ისტორიული ძეგლების და ბუნების ღირსშესანიშნაობების თაობაზე.

8. მულტიფუნქციური სველი წერტილები ქალაქში

ქალაქში მულტუფუნქციური საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა მოქალაქეებისთვის, რომელიც იქნება ადაპტირებული ყველა კატეგორიის შშმ პირებისათვის,  ტურისტებისთვის.

9. წყალწითელის სანაპიროს მოწესრიგება

მდინარე წყალწითელის სანაპირო ზოლი არის ადგილი სადაც შეიძლება ზაფხულის ცხელ დღეებში განტვირთვის მოწყობა. სანაპირო ზოლი არის ნაგვით სავსე მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობა სისუფთავის შენარჩუნებას მაგრამ ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებთ. დარჩენილია პირწმინდად გაწმენდა როგორც სანაპირო ზოლის ისე გვირაბის, არის 2 დღიანი სამუშაო რის შემდეგაც შევძლებთ ხეების დარტგვას და სამანქანო ზოლის დაკეტვას, ძელსკამებსაც თუ დაამატებთ ძალიან კარგი იქნება. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ გვექნება ძალიან ლამაზი ადგილი როგორც ტურისტებისთვის ისე მოსახლეობის განტვირთვისთვის.

10.მიწისქვეშა გადასასვლელი, როგორც უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და “ანდერგრაუნდ” საგამოფენო–გასართობი სივრცე

პროექტის მიზანია, მიწისქვეშა გადასასვლელს დაუბრუნდეს პირვანდელი ფუნქცია, ქვეითთა გადაადგილება გახდეს კომფორტული და უსაფრთხო. მიწისქვეშა გადასასვლელმა, ქვეითის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად უნდა შეიძინოს დამატებითი ფუნქციებიც. კერძოდ ის იქცეს  ე.წ. “ანდერგრაუნდ” სივრცედ, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა იქნება შესაძლებელი.

თეგები: განვითარებაიპოდრომიმიწისქვეშა გადასასვლელისაპირფარეშოქუთაისი
გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს – დეტალები

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

3 ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ: ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია,...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი საქმიანი ურთიერთობებისას, გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევით გაგონილი ჭორები, შესაძლოა, სიმართლის შემცველი იყოს. იყავით ფრთხილი და წინდახედული, რომ მახეში არ გაებათ. კურო იმოქმედეთ მხოლოდ სამართლიანობის დაცვით, მარტივად ნურავის ენდობით, რათა თავიდან...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც გიორგობას უნდა წავიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
მთავარი

6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო...

დაწვრილებითDetails

6 მაის მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მთავარი

6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა.  იგი რომის  იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 მაისს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6892, ევრო – 3.1431, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6420 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

“ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
მთავარი

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. რუსთავი 2-ის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"