
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს , საქართველოს დროით თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.










