
1957 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია. თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი “დინამოში” გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა.დარასელიამ 1980 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, ასევე 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ვიტალი დარასელია დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში.საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.










