17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ცნობილი გახდება ის თარიღი, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი. რას ფიქრობენ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში ამით მეგა ტვ-დაინტერესდა
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...









