თუ “ბარსელონა” რონალდ კუმანს 30 ივნისამდე გაათავისუფლებს,კომპენსაციის სახით 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის სახელფასო ლიმიტი, ლა ლიგის წესების თანახმად, 3 მილიონი ევროა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსამ” შეიძლება კუმანი “რეალთან” 24 ოქტომბერს გასამართი მატჩის შემდეგ გაათავისუფლოს, იქამდე ჰოლანდიელი სპეციალისტი კატალონიელთა რიგებში მუშაობას გააგრძელებს.










