საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ჯანდაცვის ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით.
დოკუმენტის თანახმად, სექტემბერში, წლიურ ჭრილში, 14.9 პროცენტით არის ფასები გაზრდილი სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე.
ამას გარდა, საავადმყოფოების მომსახურების ღირებულება 5.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების – 3.4 პროცენტით.










