
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, ჩისკო კი თავისუფალი. „უოტფორდის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება ბოლოდროინდელი შედეგების საფუძველზე მიიღეს . ვინ ჩაიბარებს კლუბს ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსმა გასული წლის დეკემბერში „დინამო “თბილისი“ დატოვა და „უოტფორდი“ ჩაიბარა,ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკამრისი არ აღმოჩნდა.










