ეროვნულმა ბანკმა დღეს საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი $20.6 მილიარდია. აქედან საბანკო სექტორის საგარეო ვალი $4.3 მილიარდია, სხვა სექტორების საგარეო ვალი კი $4.6 მილიარდს შეადგენს.
ამასთან, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $10 მილიარდია.










