https://www.facebook.com/imeretifree/videos/396663974605927/
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ თხრილთან მივიდა და აღნიშნული გააპროტესტა. მისი თქმით, ქუჩას რეაბილიტაცია ახლახანს ჩაუტარდა, თუმცა გაჭრეს და ისე მიატოვეს, რაც ავტომობილებს პრობლემებს უქმნის.
“ეს ყოფილა ჩემი ბედი, ყველა ორმოსთან მისვლა და ბრიფინგების ჩატარება. სხვანაირად ეს ხელისუფლება ყურს არ აპანტყურებს. მე ახლა ვარ თამარ მეფის ქუჩაზე. მერიიდან სადღაც 150-200 მეტრში. ის რომ ახალი დაგებული გზა ერთ თვეში, ექვს თვეში და თუნდაც ერთ წელიწადში უნდა გაჭრან, ეს უკვე მიღებული წესია მათთვის, ამას აღარც ვაპროტესტებ. აი რაღაცნაირად აღარ მინდოდა ხმის ამოღება, მაგრამ იმ დღეს ჩემი მანქანა, რომელმაც ახლახანს გაიარა ტექდათვალიერება, რომ ვთხლიშე ამ ორმოში, ეე მაშინ ვთქვი მივალ და აქაც გავაკეთებ ბრიფინგს, იქნება მიაქციონ ყურადღება, რაღაცა ქნან-მეთქი. აი გასაგებია, რომ ახლადდაგებულ გზებს სულ ჭრიან, მარა მერე გააკეთეთ მაინც ეს უპატრონო, რამდენ ხანს უნდა დატოვოთ ასე,”-ამბობს გოგი წულაია.