LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ…” – დათო ლიკლიკაძე

ბაქოზე უნდა დავწერო, კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე-დათო ლიკლიკაძე

დაპოსტა 2021/09/28-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

“ბაქოზე უნდა დავწერო, კასპიის ზღვის ამ ულამაზეს ქალაქზე და აზერბაიჯანელ ხალხზე, რომელთან ურთიერთობაში უცხოელისთვის ქართველობა ნამდვილი სიხარულია…

უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო აზერბაიჯანის საელჩოს მისამართით, რომელმაც შემარჩია იმ უმაგრეს მედია ტურში, სადაც 17 ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ვმონაწილეობდით. ათასი მადლობა ძვირფასს თამერლან თაგიევს, ამ ახალგაზრდა ბიჭს, საელჩოს თანამშრომელს, რომლის წყალობით უმაგრესი მოგზაურობა შედგა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საელჩოს გარდა მადლობა ეკუთვნის SOCAR საქართველოს წარმომადგენლობას, რომლის წყალობით ერთი აზერბაიჯანული მანათიც კი არ დამიხარჯია. აბსოლუტურად ყველაფერი დაფინანსებული იყო ქუთაისიდან რომ გადმოვდგი ფეხი იქედან დაწყებული დასრულებული კიდე რაღაცეებით (აღარ ვიტყვი ახლა ბოღმიანი ხალხის ნერვები არ მაქვს).

მოკლედ ჩავედით ბაქოში. ვიხილე უსუფთავესი ქალაქი, სადაც შეგიძლია ჩვეულებრივად ქუჩაში დაჯდე ნებისმიერ ბორდიულზე და ქვაფენილზე. ვიხილე ქალაქი უდიდესი სითბოთი, გაღიმებული და ბედნიერი ხალხით (არ ვიცი ეს მათი ცხოვრების წესია თუ გამარჯვებული ხალხის ნიშანია ვერ გეტყვით, რადგან მე ხომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, ჯერ სამშობლოს ომების დროს გამარჯვება არ მინახავს, ამიტომ არ ვიცი ეს რა არის). ქართველის დანახვაზე ყველა გახარებულია და „კარდაშ“ს გეძახის, ანუ ძმაოო… ბევრს მართლაც ძმური სულისკვეთებით გადავეხვიე და ისე ვუტყაპუნებდით ბეჭებზე ხელს თითქოს წლობით უნახავი თანაკლასელები ვიყავით.

ბაქო სასწაული ქალაქია… ლამაზია! ცხადია ამას მეტწილად კასპიის ზღვის ფაქტორი განაპირობებს. რა ლამაზი ყოფილა კასპიის ზღვა, ხელიც კი ვტუცე მის ნავთობიან წყალში. ქალაქში უამრავი ტურისტი დადის. შეგრძნება გაქვს აბსოლუტური უსაფრთხოების. ნუ ჩვენ პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაცია გვმასპინძლობდა და არ ვიცი ამის გამო თუ ისედაც ასეა. ქალაქს უხდება აზერბაიჯანული ჩაის გამაბრუებელი სუნი. ვსტუმრობდით ტურისტულ ობიექტებს, საოცარი სანახავია ქალწულის კოშკი, რომელიც (ისევე როგორც ყველა კოშკი მსოფლიოში) უამრავ ბურუსით მოცულ სასიყვარულო ტრაგიკულ ისტორიას ინახავს. სრული ფანტასტიკაა შადრევნები. ყველა ფეხის ნაბიჯზე ულამაზესი შადრევანია. ჩვენ ძველ ბაქოში გავისეირნეთ და ვცხოვრობდით ახალ ბაქოში (ფოტოზე ხედია ჩემი სასტუმროდან). მინდა ვთქვა რომ ორივე არქიტექტურა საოცრად არის შერწყმული ერთმანეთთან და სულაც არ გაღიზიანებს, პირიქით უფრო შთამბეჭდავს გხდის.

ბაქოში და სხვა ქალაქებში, ყოველ დღე რესტორანში გვიწევდა სადილიც და ვახშამიც. მხოლოდ სასტუმროში ვსაუზმობდით. პრაქტიკულად ათ რესტორანს მაინც ვსტუმრობდით და მინდა გითხრათ ხორცის თემაში აზერბაიჯანს ვერავინ შეედრება. ძირითადად დომინირებს ცხვარი. სასწაულად ამზადებენ მისგან დაბეგვილ ხორცს, ქაბაბს, მწვადს, სტეიკს, ნეკნებს, მედალიონებს…. მოკლედ რას არა. იცოცხლეთთქო მოვაღე პირი და კი დამაგდო მესამე თუ მეოთხე დღეს წნევამ 110-160-ზე. ამის შემდეგ ცოტა შევშინდი და იძულებული ვიყავი ბოლო ორი დღე წიწილის და ხბოს ხორცი მეჭამა (ცნობისთვის აზერბაიჯანში ღორს არ ჭამენ)” – წერს  დათო ლიკლიკაძე. და აღნიშნავს რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს.

“ბაქოში მხოლოდ საგულაოდ არ ვყოფილვართ. გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. განსაკუთრებით თბილად მიგვიღო პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევმა.

ბაქოს შემდეგ თითქმის მთელი აზერბაიჯანი მოვიარეთ. ვეწვიეთ ქალაქ განჯას, ომის შემდგომ ყარაბახის ქალაქებს. ვსტუმრობდით ქალაქებს შუშა, აღდამი, ფუზული, ჯაბრაილი.

მოკლედ ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ეს ვიზიტი. აზერბაიჯანი და ბაქო დამამხსოვრდება, როგორც გემრიელი, არომატული და მრავალფეროვანი ადგილი” – წერს ლიკლიკაძე.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"