LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლა ქვეყანას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ჯარიმის სახით 800 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს-კალაძე-ჯაჭვლიანის დაპირისპირებას შეწირული საქართველოს ინტერესი

ახლა ქვეყანას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ჯარიმის სახით 800 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს-კალაძე-ჯაჭვლიანის დაპირისპირებას შეწირული საქართველოს ინტერესი

დაპოსტა 2021/09/26-ში
A A
201
ნახვა
გაზიარება

სოსო ჯაჭვლიანმა მის ყოფილ თანაგუნდელებზე  “შაბათის ეთერში” ისაუბრა:

თქვა , რომ მისთვის  ცოლის ქუჩაში ტერორი ბოლო ზღვარი იყო.

“შეიძლება ადამიანს ეფერებოდე, რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და უკან სამარეს უთხრიდე?! – ხო, ჩემ თავს ვგულისხმობ…

ჩემი ოჯახის წევრს, მეუღლეს ხვდება ვიღაც ბიჭები, ვიღაცეები და უწყებენ შანტაჟსს. თავი დაანებოსო რა, წავიდესო ჯაჭვლიანიო აქედანო!

ამის მერე მე იქ არაფერი აღარ მაინტერესებს არც ნაცი, არც ქოცი და არანაირი პარტია. აღარ მაინტერესებს მე, როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეხებიან.

აქდეან ვეუბნები მთელს საქართველოს ჩემს ადგილას, რომ ყოფილიყავით და თქვენი ოჯახის წევრს დახვედროდნენ იქ გუნდი გაინტერესბეთ?! – რა გუნდზეა ლაპარაკი იქ…

,,მე მოხტუნავე კაცი არა ვარ, მე სოსო ჯაჭვლიანი ვარ. მე არცერთ გუნდში არა ვარ! მე სოსოს გუნდში და სოსოს გულში ვარ. მე სიმართლესთან ვარ ყოველთვის. ვინც იტყვის სიმართლეს ის ყოველთვის იქნება ჩემთვის.”

სიმართლის თქმა სოსო ჯაჭვლიანს კახი კალაძის და მისი ცოლის ძმის გადაკიდების ფასი დაუჯდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის მერმა განიზრახა, კინოსტუდია ქართული ფილმი ხელში ჩაეგდო და მის ხელმძღვანელად  ცოლის, ანუკი არეშიძის მამიდა, მაია არეშიძე დაენიშნა. რაც ჯაჭვლიანმა არ გააკეთა.

სოსო ჯაჭვლიანს კახი კალაძე ამის შემდეგ საბოლოოდ გადაეკიდა.

ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოსვლამდე მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამ პოსტს დღემდე  ინარჩუნებს.

ჯერ პარტიის მიღმა დატოვეს, შემდეგ კი უთხრეს რომ ფედერაციიდანაც უნდა წასულიყო და ადგილი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის საძმაკაცოსთვის დაეთმო.

საქართველოს მთავრობამ კალაძის ნებით მკლავჭიდის ფედერაციის დასამარება დაჩქარებული წესით დაიწყო. 2021 წლის 22 სექტებერს საქართველოს მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა.

ყველაფერი მზად იყო, მთელი მსოფლიოდან 3000 სპორტსმენი ბათუმში ჩამოსასვლელად ემზადებოდა, თუმცა კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჯაჭვლიანი დაიბარა და ფაქტობრივად პირდაპირ უთხრა, რომ უნდა გადამდგარიყო.

თუ არ წავიდოდა კალაძის დაჯგუფების სპორტსმენები ამბოხებას მოაწყობდნენ, მსოფლიო ჩემპიონატს ჩაშლიდნენ და საქართველოს თავი საქვეყნოდ მოეჭრებოდა.

კალაძის შემდეგ სოსო ჯაჭვლიანის წინააღდეგ ბრძოლაში თეა წულუკიანი ერთვება. მან სოსო ჯაჭვლიანს უთხრა, მთავრობა მსოფლიო ჩემპიონატს მკლავჭიდში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაატარებდა თუ  კალაძის დაჯგუფებას ფედერაციაში ძალაუფლებას მისცემდა.

საუბარი მინისტრსა და ფედერაციის ხელმძღვანელს შორის 2021 წლის ივლისში შედგა. ამ შეხვედრამდე ჯაჭვლიანს ეგონა რომ ჩემპიონატი ტარდება. გარანტიები მთავრობის მეთაურისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან ჰქონდა მიღებული. ამიტომ ფედერაციამ მედლების ჩამოსხმა დაიწყო. დაამზადეს ასპარეზობისთვის საჭირო ინვენტარი.

მსოფლიო ფედერაცია ოფიციალურ წერილებში წერდა, რომ 3000 სპორტსმენისთვის ბილეთები დაიჯავშნა, თუმცა სავარაუდოდ ისევ კალაძის ბრძანებით, ყველაფერი თავდაყირა დადგა.

საქართველოს მთავრობამ  მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაცია გადააგდო და 3000 სპორტსმენი ჰაერში დატოვა.

მსოფლიო ფედერაცია საქართველოს მთავრობას წერილს წერილზე უგზავნიდა. ვითარებაში გარკვევას ითხოვდა და პარალელურად დეტალურად ხსნიდა რა შედეგით დასრულდებოდა მოლაპარაკების ჩაშლა.

ყველა წერილი ღარიბაშვილის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა, საბოლოოდ საქართველოს, ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.

ახლა ქვეყანას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ჯარიმის სახით 800 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

ვრცლად იხილეთ

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოგიწევთ, შეეგუოთ ახალ პირობებს, არის მოულოდნელი, არასასიამოვნო მომენტების ალბათობაც, მთავარია, არ აჰყვეთ შფოთს და პანიკას, მალე ყველაფერი დალაგდება.   კურო   დღეს, შეიძლება, გარკვეული დაბრკოლებებისა და დაპირისპირებების წინაშე...

დაწვრილებითDetails

ეროვნული გამოცდები იწყება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი
მთავარი

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   „მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ...

დაწვრილებითDetails

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან – რობინ დანიგანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას – რობინ დანიგანი
მთავარი

რობინ დანიგანი - დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან....

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"