
როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, კილიან მბაპესთვის ბრძოლაში “რეალს” კონკურენციას “მანჩესტერ სიტი” გაუწევს, ეს უკანასკნელი მბაპეს შეძენას იანვარშივე შეეცდება, ზუსტად მაშინ როცა პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი იქნება დარჩენილი. კილიანის დამატება “რეალს” დიდი ხანია სურს, გასულ ზაფხულს “პსჟ”-მ მადრიდული გრანდის ორი შეთავაზება იუარა.










