„ნაგორმრის აგროსახლი“ წელს 15 ტონამდე მოსავალს მიიღებს.
„ნაგომრის აგროსახლის“ დირექტორი, ბესიკ წიქორიძე უყვება, რეგიონში მუშახელის სერიოზული დეფიცოტია.
„მუშახელის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ცოტა ხანში ვინ უნდა დაკრიფოს ამდენი მოცვი საერთოდ არ ვიცი.
ვერ ვიტყვი, რომ ვინმე თურქეთში წავიდა. ძალიან ცოტა წავიდა, მაგრამ აქ მუშაობა მაინც არ უნდათ.
ანაზღაურებას რაც შეეხება, გასულ წელს 1 კგ მოცვის საკრეფი ფასი 0.7 ლარი იყო, ხოლო წელს 1 ლარი გახდა.
კარგ მკრეფავს დღიურად 60-70 ლარის აღება შეუძლია“, – განუცხადა BM.GE-ს წიქორიძემ.










