
საფრანგეთში მეცის ტურნირის 1/8-ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდა.
მატჩი 2 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილის ურთულესი გამარჯვებით დასრულდა. ბასილაშვილი ¼-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტურნირის მე-3 ნომერი, ცნობილი ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.










