
საკალათბურთი კლუბ, “ქუთაისი 2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” სტუმრობის დროს ერთ-ერთი სიახლე პირველად ჩვენ გაგვიზიარა : “ქუთაისის გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არის უპრეცედენტო რამე ქართულ კალათბურთში, წლების განმავლობაში ვიძახით რა აკლია ქართულ კალათბურთს, ეს არის საერთაშორისო დონეზე ასპარეზობა. ქუთაისის გუნდის ინიციტივით და მუნიციპალიტეტის დახმარებით გადაწყდა , რომ ქუთაისმა მიიღოს მონაწილეობა ევრაზიის თასის გათამაშებაში. მეტსაც გეტყვით, რომ 23 სექტემბერს დაგეგმილი იყო უკვე გამართულიყო ტური ქუთაისში. მაგრამ აგვისტოს დასასრულში პანდემიური ვითარება საქართველოში დამძიმდა და მიღებული რეგულაციის გამო , ევრაზიის ლიგის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჯგუფური ეტაპი, რომელიც ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო გადაიდო. ევრაზიის ლიგა ტარდება 4-5 წელია უკვე, იცით რომ საერთაშორისო ტურნირების ჩატარება ნებადართული იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენი გულშემატკივრების დასწრება გვინდა, განიხილება ამჯერად შემდეგი ვარიანტი, რომ პირველი ეტაპი ქუთაისის გუნდმა ჩაატაროს გასვლითი და უკვე ოთხთა ფინალი , სადაც გადაწყდება ამ ლიგის გამარჯვებული, ამას უმასპინძლოს ქუთაისმა დაახლოებით მარტის თვეში.”










