
“ტყუილის თქმის საშუალებას არ მივცემ, იმის შემდეგ რაც თქვენთან სტუმრად იყვნენ ჩვენი ე.წ. გულშემატკივრები, მე მქონდა მათთან შეხვედრა რამოდენიმე დღის წინათ. მე მოხარული ვარ რომ მიუხედავად იმ დიდი შეურაცხყოფისა რომელიც მე მომაყანეს , ჩვენ შევძელით დავჯექით და ვისაუბრეთ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე შევთანხმდით, ბევრი პრეტენზია ისმის ჩემს მიმართ და მე არავის არ ვთხოვ რომ კოტე ტუღუშის გულშემატკივარი იყოს. მე თამაშს წავაგებ კრიტიკასაც ავიტან. მე ვთხოვე გულშემატკივრებს ერთი რამე, მე სეზონის ბოლოს მივდივარ ქუთაისიდან, მოდი ერთად დავდგეთ და ამ სეზონში ერთად ვიბრძოლოთ წარმატებისთვის”- საკალათბურთო კლუბ “ქუთაისი 2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” ისაუბრა.










