“საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე, როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვერასდროს იქნები დარწმუნებული რომ დანამატის ეტიკეტირება ასახავს მის რეალურ შემადგენლობას (Mislabeling).
სხვადასხვა ჩატარებულმა კვლევებმა არასწორი ეტიკეტირება დაადასტურეს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ინტერნეტით შეძენილი დანამატების 15% დაბინძურებული იყო აკრძალული ნივთიერებებით როგორებიცაა ანაბოლური სტეროიდები.
გარკვეული რაოდენობა პროფესიონალი სპორტსმენებისა რომლებიც იღებდნენ დანამატებს, დოპინგ კონტროლის დროს აღმოჩნდნენ პოზიტიურები – მათ სისხლში ან შარდში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.
არასდროს ენდო დანამატის მწარმოებელს რომელიც ირწმუნება რომ ის დამოწმებულია UEFA-ს, FIFA-ს ან სხვა მსგავსი სპორტული ორგანიზაციების მხრიდან, ან სერტიფიცირებულია FDA-ის მიერ, ან მას მაღალი სანდოობის კვლევები აქვს გამოვლილი – ასეთი რამ არ არსებობს.
იყავი ფრთხილად როდესაც ეტიკეტირება ირწმუნება, რომ მას შეუძლია ენერგიის გაძლიერება, ტესტოსტერონის ბუსტირება ან სხვა.
ამ შემთხვევაში ის დიდი ალბათობით შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას როგორიცაა სტეროიდი.
(ვისაც სჯერა რომ ჰორმონის, მაგალითად ტესტოსტერონის ბუსტირება მცენარეულ ექსტრაქტს შეუძლია ის ადამიანის ფიზიოლოგიაში და ბიოქიმიაში ვერ ერკვევა)”, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.










