,,რუსთავი2″-თვის ცნობილი ხდება მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ძმები, რომლებმაც შურისძიების მოტივით ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს.
სამართალდამცველებმა ძმები განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
მამაკაცი გარდაიცვალა. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი პირადი შურისძიებაა.
წყარო: rustavi2.ge










