
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უფრო კონკრეტულად კეიპტაუნთან ახლოს, გადაშენების მაღალი საფრთხის პირას მყოფ პინგვინებს ფუტკრების უზარმაზარი გუნდი შეესია,იტყობინება BBC . ფუტკრებმა ჯამში 63 აფრიკული პინგვინი იმსხვერპლეს. ერთ-ერთს 30-მდე ნაკბენი ჰქონდა. სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკების სააგენტოს ბიოლოგი აცხადებს, რომ პინგვინებსა და ფუტკრებს თანაარსებობა შეუძლიათ, თუ რაიმე მაპროვოცირებელი არ იარსებებს. მისივე თქმით პინგვინებმა ფუტკრების ბუდესთან ახლოს გაიარეს.










