„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია. გრაკვეული დროით აღნიშნული ვაქცინის დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.
გუშინ საქართველომ “სინოფარმის” ვაქცინის 100 000 დოზა წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო.
NCDC-ს ცნობით, ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვაქცინაა მსოფლიოში.
საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.