,,ყველგან…ქუჩებში…ეზოებში…სახლებში… .სურათებიდან ___იმზირებიან დედების ტკივილით სავსე თვალები…
გაუსაძლისია ეს სევდა, ,უკვე თავზარდამცემი.
ცა თითქოს დედის ორ თვალად იქცა…შუაში მზე რომ გამქრალა
___. გამარჯობათ, მარინე მასწავლებელო
___. შენა ხარ, ვერ გიცანი, პირბადით უკვე მიჭირს ამოცნობა ყოფილი მოსწავლის__. ვპასუხობ მე.(. ვინ იცის, მერამდენეს)
___თხოვნა მაქვს თქვენთან, მე მივდივარ სამუშაოდ და ბავშვს მიხედეთ, მიმეცადინეთ, ძალიან გთხოვთ.?
წამიერად ვდუმდები, შიგნიდან ვცახცახებ…თითქოს ტყვია მესროლეს
___. კი, გენაცვალე, არ ინერვიულო, არა უშავს რომ მიდიხარ,ახლა ასეა საჭირო.( ვცდილობ რაღაცის ახსნას , ფუჭად და არევით)
მერე. თვალებს ხრიან.. მხრებს ჩამოყრიან და ზამთრის სიცივეში სარკმელთან ატუზული ბეღურებივით აგრძელებ გზას?
სანამდე? როდემდე? და რატომ?
ამას არ გვაპატიებს დედამიწა , მის წინააღმდეგ წასვლას , ღვთიური წესრიგის დარღვევას არ გვაპატიებს დედაბუნება არავითარ შემთხვევაში.,
პასუხს ვაგებთ ყველა… განურჩევლად. ….”-წერს მარტვილელი პედაგოგი მარინე თოფურია.










