LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო”-პრემიერ-მინისტრი

,,ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო”-პრემიერ-მინისტრი

დაპოსტა 2021/09/08-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია, კომპანია „დომუსი“ ახორციელებს.

„70 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდის და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“. ამას გარდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ-კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია. მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. მოგეხსენებათ, 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული ქვეყანაში. პანდემიამ, ბუნებრივია, დააზარალა ტურიზმის სექტორიც, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა, გვაქვს12%-იანი ზრდა და ის სიგნალები და იმპულსები, რაც ბიზნესისგან მომდინარეობს, ძალიან საიმედოა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კომპანია „დომუსს“, ინვესტორებსა და პროექტში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე  ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას  2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"