გერმანიის ფედერალური ბანკი წყალდიდობის დროს დაბინძურებულ კუპიურებს უფასოდ ასუფთავებს და ცვლის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბანკში შესაცვლელად მიღებული ბანკნოტების ღირებულებამ ჯამში 51 მილიონ ევროს გადააჭარბა. სპეციალისტები მათ ასუფთავებენ, რწმუნდებიან, რომ საქმე ყალბ ფულთან არ აქვთ და შემდეგ ახალ კუპიურებზე ცვლიან.
12-15 ივლისს, ციკლონმა „ბერნდი“ დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმა გამოიწვია, რაც გერმანიის ნაწილში კატასტროფული წყალდიდობის მიზეზი გახდა. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში სტიქიის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა.










