ნუ მიიღებთ კორონავირუსისგან თავის დასაცავად „ივერმექტინს“, რომელიც ცხენების ჭიაზე დასამუშავებლად გამოიყენება,- ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა, ჯეისონ მაკელიამ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მაკელიას თქმით, მედიკამენტის ზედოზირების გამო, ოკლაჰომას საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში უკვე არაერთი ადამიანი მოხვდა. როგორც მან აღნიშნა, პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღება, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს.
მისივე თქმით, ადამიანებში მედიკამენტის ძალიან მცირე დოზით გამოყენება, განსაზღვრულ შემთხვევებში, დასაშვებია, თუმცა, არა – კოვიდის სამკურნალოდ.










