კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მუსიკოსს ცოტა ხნის წინ დედაც კორონავირუსით გარდაეცვალა.
კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა. 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.










