მდინარე ჩხერიმელა, ერთ-ერთი დიდი მდინარეა ზემო იმერეთში, რომელიც სათავეს ლიხის ქედიდან იღებს და ხარაგაულის მთელ ტერიტორიაზე მოედინება.
ჩხერიმელას 17-მდე შენაკადი აქვს. მათ შორისაა მდინარეები: ბლიხევა, მოლითულა, სახვლურა, სამზღვრიღელე, ყარნება, ზვარულა, ვახანის წყალი, არჯოლა, ლეღვნულა, რუთიღელე, ჯონჯოურა, ჯიხველა, რახიელას ღელე, ოკიშურა, ტყემლარა, გორულა და ლაფრახა-ლაფხარა.
ჩხერიმელას შენაკადებში უხვად შეხვდებით ნაკადულის კალმახს. მდინარეები, უმეტესად თოვლისა და წვიმის წყლით სააზრდოობენ, რაც კარგი მარაგია წისქვილების ასამუშავებლად.
ჩხერიმელამ წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულში, ხოლო წყალმოვარდნები – შემოდგომაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარე, რომელიც 39 კმ.-ია ნახსენებია ქართულ მხატვრულ ფილმში „შერეკილები“ – „ჩხერიმელა ადიდდა, ვდგავართ“
ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, მდინარე ჩხერიმელას სახელი ჩხერის ციხის გამო დარქმევია. „ამ ცხიხიდან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელა“. ჩხერიმელა ეწოდა „წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა“.
მესამე წელია მდინარე ჩხერიმელაზე მოყვარულთათვის ექსტრემალური სპორტის სახეობა ჯომარდობა იმართება.