ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. გამყრელიძემ სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ვაქცინაციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
„გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ










