მეცნიერები მაგნიტურ ქარიშხლებს პროგნოზირებენ. ამასთან, შემოდგომის პირველ თვეში მხოლოდ ერთი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც დედამიწას თავს სექტემბრის დასაწყისში დაატყდება.
საინფორმაციო პორტალი Spaceweather-ის ცნობით, 1 სექტემბერს დედამიწაზე G1 კატეგორიის (სუსტი) მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელია.
პორტალის თანახმად, ორი გვირგვინოვანი მასის ღრუბელი მოძრაობს ჩვენი პლანეტისკენ, რომელიც დედამიწას 1-2 სექტემბერს მოუახლოვდება. შედეგად გეომაგნიტური აქტივობა გაიზრდება, რამაც ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება გავლება მოახდინოს.
ცნობისთვის, მაგნიტური ქარიშხალი მზის აქტივობით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.