საზარელი ავარია სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“რუსთავი 2” დამატებით ინფორმაციას შსს-ში არკვევს.










