როგორც “გარდიანი” იუწყება, პირველი მფრინავი ავტომობილი მსოფლიოს რამოდენიმე ქალაქში მალე გამოჩნდება. ამასვე ადასტურებს სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის Hyundai–ს ევროპული დანაყოფის ხელმძღვანელი, მაიკ კოული. მფრინავი ავტომობილების უპირატესობა კი შემდეგში მდგომარეობს, შემცირდება როგორც საცობების რაოდენობა, ასევე ჰაერი ბევრად სუფთა გახდება. აქვე გეტყვით, რომ Hyundai-მ აეროტაქსის პროექტი ჯერ კიდევ 2020 წელს, ლას–ვეგასში წარადგინდა.











