ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, პოლიციელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.
ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდიდან ორსანტიისკენ მიმავალი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი სამართალდამცველს იმ დროს არ დაემორჩილა, როცა პოლიციამ გაჩერება მოსთხოვა. მანქანა მათ მხოლოდ მეორე გაფრთხილების შემდეგ გააჩერეს.
მას შემდეგ კი, რაც პოლიციამ ისინი შეამოწმა და ოთხივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, სამართალდამცველმა მძღოლს ავტომობილის დატოვება მოსთხოვა, რასაც არ დაემორჩილა და მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელს დაარტყა ავტომობილის სამმა მგზავრმაც.
ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფიც გამოძახება გახდა საჭირო. რის შემდეგაც ოთხივე მგზავრი დააკავეს. სამი მათგანი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა და ჯარიმა დაეკისრა, ავტომობილის მძღოლს კი სსკ-ის
353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდაv