ოკუპირებულ სოხუმში, ძლიერი წვიმის გამო, 10-მდე ქუჩაზე, სახლები დაიტბორა. დატბორილია ე.წ. „მინისტრთა კაბინეტისა“ და ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შენობები.
ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე 1.5 მეტრსაც აღწევდა. დაზიანებულია მანქანებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დატბორილი ადგილებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო










