ოპოზიციის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ბოლო შანსი იქნება, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს.
“3 ოქტომბერს ჩვენ გავიღვიძებთ ქვეყანაში, რომლის განვითარებას დავიწყებთ, ეს ბოლო შანსია. სანდროს ვფიცავარ, მე არასოდეს არ მივალ ამომრჩეველთან და არ ვაკადრებ ჩემი აზრი მოვახვიო მას, მაგრამ ეს არის ბოლო შანსი. 2 ოქტომბერს ან ამ შანსს ვიყენებთ, ან ჩვენ ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ” – აღნიშნა მელიამ “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.