“ვინც არის ჩემი გულშემატკივარი და ვინც იყო, ზეპირად იცის რა გავიარე მე. არაფერს არ ვნანობ საერთოდ რაც გავაკეთე. ერთი იმის მჯერა რომ ვისაც ვუყვარდი იმ გულშემატკივარს და ჩემი გულშემატკივარი იყო, დღემდე დარჩება ჩემს გულშემატკივრად, მე ესე ვფიქრობ. ჩემთვის მისაღებია ის განაწყენება- ქუთაისის “ტორპედო”-ს კაპიტანი რომ გადადის თბილისის “დინამო”-ში , ეს ფეხბურთს ახლავს, ალამაზებს კიდევაც. ბევრგან ხდება ეს დერბი. ქუთაისის “ტორპედო” და “დინამო” რომ თამაშობს სხვა დაძაბულობაა, სხვა რაღაცაა. გულწრფელად ვიძახი რომ შეიძლება გული დაწყდეს. მე ვეცდები რომ ისევ ის სიყვარული შემოვაბრუნო. რა თამაშით და ადამიანობით მე შევუყავრდი ქუთაისში და მაფასებდნენ -მაგის მერე რომ ყველაფერს ხელი გადაუსვა . მე თუ დღეს ქუთაისის “ტორპედო”-ს სახელს წარმოვადგენ და დავბრუნდი ქუთაისში, მე მათი სიყვარული მჭირდება”-ქუთაისის “ტორპედო”-ს მეკარე როინ კვასხვაძე. ფოტო-FC Torpedo Kutaisi.











