იაპონური სატრანსპორტო კომპანია Nishida Shoun თავისი სატვირთო მანქანებისთვის საწვავს ბულიონისგან ამზადებს. კომპანიის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო. კომპანიის რამოდენიმე მანქანა უკვე მუშაობს აღნიშნულ საწვავზე. მიმდინარე წლის სექტემბერში კი მასზე Nishida Shoun-ის 170-ვე ავტომობილი გადავა.











